კალატოზიშვილი (კალატოზოვი)

ანოტაცია

საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით

ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისიმიფრინავენ წეროებიერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. უფრო მეტიც, 2001 წელს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად, “მიფრინავენ წეროებიყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა.

საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალისოქროს პალმისმფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილისბებია მაკრინე ავალიშვილი სწორედ ის ქალია, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე, არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარირატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდამიხეილ კალატოზოვი“.

ეს წიგნი კალატოზიშვილის ბიოგრაფიის და შემოქმედების ანალიზია. შემოქმედება, როგორც ბიოგრაფია და ბიოგრაფია, როგორც კინო. როგორ მოხდა, რომ სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კონიუქტურული ფილმის ”ვალერი ჩკალოვის” ავტორმა მიხეილ კალატოზოვმა თავისი ”მიფრინავენ წეროებით” პირველმა აცნობა კინოს სამყაროს ”დესტალინიზაციის ეპოქის” დასაწყისი… როგორ მოხდა, რომ 60-იან წლებში უკვე სახელოვანი და ტიტულოვანი რეჟისორი ფორმალისტად მონათლეს? რა შეცვალა ”ჯიმ შვანთეს” ავტორმა,  მიხეილ კალატოზიშვილმა კინოს ენაში?