დემოკრატია

ანოტაცია

წიგნში განხილულია დემოკრატიის ძირითადი ნორმები, ინსტიტუტები და თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგომი პრობლემები, ასევე, ავტორიტარულიდან დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლის გზები და ამასთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, ნაშრომი არ დაწერილა საქართველოს დემოკრატიასა და მის პრობლემებზე, მაგრამ ავტორმა განსახილველად სწორედ ის თემები შეარჩია, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი მკითხველისთვის. ზოგადი თეორიული მოსაზრებები კი უმეტესად საქართველოს მაგალითს დაუკავშირა. 

წიგნი არაერთ თეორიულ და შედარებით ნაშრომს ეყრდნობა და ტექსტში გამოთქმული მოსაზრებებიც ბევრი ავტორის გავლენით ჩამოყალიბდა, მაგრამ ის, რასაც ამ ნაშრომში დემოკრატიის შესახებ წაიკითხავთ, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, ავტორის ხედვა და მისივე მოსაზრებებია.