ჰეგელის „გონის ფენომენოლოგია“

ანოტაცია

ილიაუნის გზამკვლევის სერია გთავაზობთ გიგა ზედანიას ნაშრომს ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიის“ შესახებ. „გონის ფენომენოლოგია“ აღწერს ადამიანის ცნობიერების განვითარების გზას მარტივი აღქმიდან აბსოლუტურ ცოდნამდე. ავტორი აჩვენებს, როგორ ყალიბდება თვითშეგნება გამოცდილების, წინააღმდეგობებისა და მათი გადალახვის პროცესში. „ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ წარმოადგინოს საკუთარი სისტემა, ჰეგელი მოგზაურობისკენ გვეპატიჟება. ჩვენ მივყვებით ცნობიერებას – არა კონკრეტულად თქვენსას ან ჩემსას, არამედ ერთგვარ პროტაგონისტს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა გზებს, რომელთა გავლითაც ადამიანებს ესმოდათ ჭეშმარიტება და საკუთარი თავი – და რომელიც მოძრაობს ცოდნის სულ უფრო რთული ფორმებისკენ“ – აღნიშნავს გიგა ზედანია. ეს მოგზაურობა არ არის ადვილი, გზამკვლევის სერიის წინამდებარე წიგნი კი სწორედ ამ სირთულის გადალახვას გაუადვილებს მკითხველს.