ანოტაცია
ილიაუნის გზამკვლევის სერიის ახალი წიგნი – რეზო კიკნაძის ნაშრომი „ელექტროაკუსტიკური მუსიკა“ – მკითხველს აცნობს მუსიკის ფართო სამყაროს და მნიშვნელოვნად აფართოებს ბგერის აღქმის ტრადიციულ საზღვრებს. ავტორი განიხილავს მუსიკის განვითარების ისტორიას, თანამედროვე ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის ფორმებს, ასევე ტექნოლოგიების გავლენას მუსიკალურ შემოქმედებაზე. წიგნი აერთიანებს ისტორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ ხედვებს, რაც მკითხველს თანამედროვე მუსიკალური პროცესების უკეთ გააზრებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ექსპერიმენტულ მუსიკას, ახალი ჟღერადობების ძიებასა და ხელოვნების მუდმივ განახლებას. ავტორი ნაშრომს უძღვნის თავის მასწავლებელს და საკუთარ გზამკვლევს ელქტროაკუსტიკურ სამყაროში – დირკ რაითს.
