შედარებითი პოლიტიკა

ანოტაცია

ზარინა ბურკაძის ნაშრომი „შედარებითი პოლიტიკა“ ეხება პოლიტიკას და მისი შესწავლის მექანიზმებს. შედარებითი პოლიტიკა პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ქვედისციპლინაა. საერთაშორისო ურთიერთობებისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოების ქცევას საერთაშორისო სისტემაში სწავლობს, შედარებითი პოლიტიკა სახელმწიფოთა შიდა სისტემების განვითარებას აკვირდება. სახელდობრ, ინსტიტუტების ფუნქციონირებას, პოლიტიკური გადაწყვეტილების მექანიზმების მუშაობას, ინდივიდუალური აქტორების ქმედებასა და ჯგუფების მობილიზაციის პროცესებს. ამ წიგნში აღწერილია პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც ეხება საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს. გზამკვლევში განხილულია პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაციაცა და ისიც, თუ რატომ არის დემოკრატია უმჯობესი რეჟიმი, მიმოხილულია აქტორების, კერძოდ, პოლიტიკური ელიტების, სოციალური მოძრაობებისა და მედიის როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. ნაშრომი, ასევე, შეეხება პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზების განსაზღვრასა და საგარეო ფაქტორებისა თუ აქტორების ჩართულობის გავლენების შეფასებას როგორც კონფლიქტების, ისე დემოკრატიზაციის პროცესებზე.