საგარეო პოლიტიკის ანალიზი

ანოტაცია

საგარეო პოლიტიკის ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქვედარგია. მსგავსად საერთაშორისო ურთიერთობებისა, საგარეო პოლიტიკის ანალიზის კვლევის მთავარი სამიზნე სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ქცევების შესწავლაა. ამავდროულად, მსგავსების მიუხედავად, ამ ორს შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. მაშინ როცა საერთაშორისო ურთიერთობები მიჩნეულია უფრო მაკრო დონის დისციპლინად, რომელიც აცხადებს პრეტენზიას საერთაშორისო სისტემის ოპერირების ზოგადი პრინციპების შესახებ ცოდნის შექმნაზე, საგარეო პოლიტიკის ანალიზი უფრო მიკრო დონის ფოკუსის მქონე მიდგომად მიიჩნევა, რომლის მთავარი კვლევის ობიექტი კონკრეტული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოქმედი ფაქტორების კვლევაა.

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია მოკლედ მიმოხილოს საგარეო პოლიტიკის ანალიზის დისციპლინა. მთავარი აქცენტები გაკეთდება იმ თეორიებზე, მეთოდებსა და მიდგომებზე, რომელიც შექმნილია სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ასახსნელად და გასაგებად. წიგნში მოკლედ იქნება განხილული ისეთი საკითხები, როგორიც არის: საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რაციონალური აქტორის, ორგანიზაციული პროცესის და ბიუროკრატიული მოდელები, ლიდერის ფსიქოლოგიური მახასიათებლების, შიდა პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, საზოგადოებრივი აზრის, სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის თავისებურებების და საერთაშორისო სისტემის გავლენა საგარეო პოლიტიკაზე.