რა არის აუტიზმი? კანერის სინდრომი? აუტიზმის სპექტრის დარღვევა? აუტიზმის სპექტრის აშლილობა? ასპერგერის სინდრომი? დეზინტეგრაციული აშლილობა? ეს ყველა ერთ მდგომარეობას აღნიშნავს, თუ სხვადასხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე?
აუტიზმი მდგომარეობაა, თუ დაავადება?
რა იწვევს აუტიზმს? არის ის გენეტიკური, თანდაყოლილი თუ გარემოს მავნე ზეგავლენით გამოწვეული მდგომარეობა?
რას ნიშნავს აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიჭიერება? ეს რეალობაა, თუ სტერეოტიპების წყებიდან ერთ-ერთი სტერეოტიპი?
არის შესაძლებელი აუტიზმისგან განკურნება? თუ აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნების მაქსიმალური მართვის მიღწევაა შესაძლებელი?
რას ნიშნავს ჩარევა (ინტერვენცია) აუტიზმის დროს? რას გვეუბნება მეცნიერება და რისი სჯერა საზოგადოებას?
ამ წიგნში თქვენ გაეცნობით პასუხს ამ და სხვა კითხვებზე თანამედროვე მეცნიერების უახლესი მიღწევებისა და აღმოჩენების გათვალისწინებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევებიდან ერთ-ერთი ყველაზე შესწავლადი მდგომარეობაა, ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ უცნობია.