თინათინ ჭინჭარაული

თინათინ ჭინჭარაული

ფსიქოლოგიის დოქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), კლინიკური ნეიროფსიქოლოგი.
1998 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, 2000 წელს – ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულებით თემაზე “განმეორებით პრაიმინგის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი”.
2009-2012 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს “ბავშვის განვითარების ინსტიტუტი”, რომელიც 2014 წელს დაარსდა (www.cdi.iliauni.edu.ge).
2000 წლიდან თ. ჭინჭარაული მუშაობს როგორც პრაქტიკოსი კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. ის არის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარე.
სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, გამოდის ტელე და რადიოეთერით. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.
არის სამეცნიერო სტატიებისა და სახელმძღვანელოებს ავტორი და თანაავტორი.