თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო“.

1998-2014 წწ. –  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014 წლიდან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა კინოს ისტორიას სასწავლო-სატელევიზიო ცენტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, თსუ-ის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კათედრაზე.

1990 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში. 2006-2010 წწ. მიჰყავდა საავტორო გადაცემა საღამო მშვიდობისაბაბილონ  საზოგადოებრივი მაუწყებლის I რადიოში, 2007-2014 წწ. იყო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი (რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი).

დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით. 1999-2001 წწ. ხელმძღვანელობდა RSS-ის ჯგუფურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს „ქალი და მამაკაცი კინოში: გენდერული სტერეოტიპები და მათი ტრანსფორმაცია“. 2002-2004 წწ. იყო „ღია საზოგადოება – საქართველოს“  ქალთა პროგრამის ბორდის, ხოლო 2004-2006 წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სასცენარო კომისიის წევრი.

1998 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.