გიორგი გვალია
გიორგი გვალია 2000-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. 2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა. 2013 წელს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012-2013 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილედ. 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი და პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი. ასევე, 2011 წელს იყო არიზონას უნივერსიტეტის (აშშ) გლობალური პოლიტიკის სკოლის მკვლევარი. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა, გიორგი გვალია მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციაში, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში.