ჯანა ჯავახიშვილი

ჯანა ჯავახიშვილი

ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი არის ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორი. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ინოვაციური მულტიდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის თანაავტორი და დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორია. ასევ არის ორი პროფესიული გაერთიანების – საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და საქართველოს ადიქტოლოგთა კავშირის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო ამჟამად – საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ჯანა ჯავახიშვილი ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების (European Society of Traumatic Stress Studies, ESTSS) დირექტორთა საბჭოს წევრი და საბჭოს მდივანია. 2017 წლის ივნისიდან ის გახდა ევროპის ფსიქოტრავმატოლოგიური ჟურნალის (European Journal of Psychotraumatology, EJPT) რედაქტორთა საბჭოს წევრი. მისი კვლევითი ინტერესები (და, შესაბამისად, შრომები და ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციები) ეხება ნარკოვითარების ანალიზს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (მათ შორის, წამალდამოკიდებულებას) პრევენციას, ფსიქოტრავმის სხვადასხვა ასპექტსა და თანამედროვე საქართველოს სოციოპოლიტიკურ ცხოვრებაზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ფსიქოტრავმატოლოგიური ასპექტების ანალიზს.