ვეფხისტყაოსანი

ანოტაცია

გთავაზობთ გზამკვლევის სერიის  ახალი წიგნს – ზურაბ კიკნაძის ნაშრომს „ვეფხისტყაოსანი“. მკვლევარი გვესაუბრება იმ პოემის შესახებ, რომელიც ქართველი ხალხის ცხოვრების, ყოფის, კულტურის განუყოფელი ნაწილი და თანამდევია; ვერც ერთ ნაწარმოებს, ძველი თუ ახალი დროისას, ვერ დავასახელებთ, რომელიც ესოდენ შეზრდილი იყოს ქართულ ყოფასთან, თუმცა მისი გმირები ქართველები არ არიან და არც მათი მოქმედების ასპარეზია საქართველო. პოემა არის გაერთიანებული საქართველოს პირმშო, რომელიც მეტყველებს საქართველოს კუთხეთა ყველა კილოზე შავი ზღვისპირეთიდან  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთამდე და კავკასიის მთის ძირებამდე. ის არ შეიძლება მივიჩნიოთ ნაციონალურ ეპოსად, ამ ცნების ვიწრო აზრით, თუმცა მრავალი საუკუნეა, ქართულ ცნობიერებას ასაზრდოებს მისი იდეალები. ჩვენამდე მოაღწია პოემის ტექსტის ასსამოცდაათამდე ხელნაწერმაროგორც აკაკი შანიძე აღნიშნავდა: გადაკეთებულგადმოკეთებულად და ბოლომოგლეჯილად“. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მის შესახებ ჯერაც ბევრი რამ არის საკამათო თუ დასადგენი.

ავტორის ვინაობა, პოემის პერსონაჟები, ორი სამეფო, ტექსტის დასასრული – ეს სწორედ ის თემებია, რომელთა შესახებაც  გზამკვლევის სერიის ამ წიგნის ავტორი გვესაუბრება.