“მობი-დიკი”

ანოტაცია

ჰერმან მელვილისმობიდიკი“ (1851) ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ამერიკული რომანია. მას ასწავლიან სკოლაში, მასზე დღემდე იწერება დისერტაციების უზარმაზარი რაოდენობა, არსებობს მისი მრავალი ეკრანიზაცია; რომანის ერთერთი პერსონაჟის სახელი ჰქვია ყავის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქსელსტარბაქსს“, ხოლო თავად მელვილის შემოქმედების შესწავლისათვის ცალკე აკადემიური ჟურნალიც კი არსებობს, სახელადლევიათანი”, რაც, ცხადია, ისევ თეთრი ვეშაპის შესახებ რომანზე ალუზიას წარმოადგენს.

ოღონდ პოპულარობა ამ რომანის წაკითხვას სულაც არ აადვილებს. „მობიდიკსხშირად საბავშვო ასაკში კითხულობენ, მაგრამ ტექსტი სავსეა ფილოსოფიური და თეოლოგიური განაზრებებით, დახუნძლულია ლიტერატურული და რელიგიური ციტატებით, მასში ერთმანეთს ენაცვლება პოეტური პასაჟები და ტექნიკური თუ სამეცნიერო აღწერები. ამ სირთულემ დააბნია წიგნის თანამედროვე მკითხველიცგამოქვეყნებიდან თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში მას ძალზე ცოტა მკითხველი ჰყავდა. მხოლოდ 1920-იან წლებში გამოუჩნდნენ მას დამფასებლები, რომელთა აღფრთოვანებამაც რომანი თანამედროვე კულტურის ცენტრში მოაქცია.

წინამდებარე შესავალი წარმოადგენსმობიდიკისისტორიული, ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტების მოკლე მონახაზს.