მაქს ვებერი

ანოტაცია

კლასიკოსებს არასოდეს გასდით ყავლი, მათი ნააზრევი არასოდეს კარგავს მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ აფუძნებენ ახალ მეცნიერებას, არამედ სვამენ კითხვებს და წამოჭრიან პრობლემებს, რომელთაც თანამედროვე მეცნიერებიც გამუდმებით ვუტრიალებთ. ასეთ კლასიკოსად არის აღიარებული გერმანელი სოციოლოგი . ვებერი (1864-1920). „სამყაროს ჯადოს ახსნისცნებით ვებერმა მოდერნის ეპოქის ერთერთ მთავარ ნიშანს გაუსვა ხაზი: მეცნიერების განვითარებამ და განათლების ფართოდ გავრცელებამ, ფართო აზრით კი რაციონალიზმის ზრდამ, შედეგად საზოგადოებაზე რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ზეგავლენის შესუსტება მოიტანა. მაგრამ თანამედროვე სოციოლოგები დღესაც ვკამათობთ იმაზე, მართლაცჯადოახსნილ“-სეკულარიზებულია თუ არა თანამედროვე სამყარო? მართლაც შემცირდა თუ არა რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ზეგავლენა თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაზე?

ვებერი შეეცადა სრულებით განსხვავებულად აღეწერა სოციალური ცვლილებების ბუნება და დინამიკა. მისი თანამედროვეებისა და წინამორბედებისაგან განსხვავებით (მაგ., მარქსი) სოციალური ცვლილების მთავარ აგენტად ინდივიდი, მის თავში მომხდარი მსოფლმხედველობრივი გადატრიალება და ქმედება, და არა ანონიმური კანონზომიერება დააყენა. მან პირველმა აჩვენა, რომ ჩვენ მიერ გარკვეული მიზნის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს მოსდევს შედეგები, რომელთა წინასწარგანჭვრეტა ჩვენ არ ძალგვიძს. ამ აღმოჩენით . ვებერმა მოხდენილად დაასაბუთა პროტესტანტული მოძღვრებისა და მოძრაობის ზეგავლენა დასავლური კაპიტალიზმის ფორმირებაზე. წიგნში  მკითხველს მოუყვება . ვებერის სამეცნიერო მიღწევების, მისი ცნებითი აპარატისა და ნააზრევის თანამედროვე სოციოლოგიურ აზრზე ზეგავლენის საინტერესო და ხშირად საკამათო ისტორიას.