ჯადოსნური მთა

ანოტაცია

ნინო ფირცხალავას „ჯადოსნური მთა“ ილიაუნის გზამკვლევის სერიით გამოცემული ნაშრომია, რომელიც თომას მანის რომანის შესახებ გიამბობთ. მანის „ჯადოსნური მთა“ ხომ  სწორედ ის წიგნია, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე ჩართეს პრინსტონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამისმსოფლიო ლიტერატურის დიადი წიგნებისნუსხაში და  ცხადი გახდა, რომ იმთავითვე აღიარეს შედევრად. მას მერე თითქმის საუკუნე გავიდა და ამ რომანისადმი დამოკიდებულება არც შემდგომ შეცვლილა. 

„რომანში ენობრივი ფორმებით თამაშს მოსდევს სხვადასხვა პირველწყაროდან ამოკრებილი ფილოსოფიური ცნებებით იმგვარი ვირტუოზული ჟონგლირება, რაც საბოლოოდ სრულიად ახალი, აქამდე ჯერ არგაგონილი კომპოზიტის დაბადებას განაპირობებს. ამასთანავე, სწორედ ეს კომპოზიტი იქცევა იმ ყოვლისგამშიფრავ გასაღებად, რაცჯადოსნური მთისახლებური წაკითხვის წინაპირობას ქმნის.“ – აღნიშნავს  ნინო ფირცხალავა ნაშრომის შესავალში. ამ ახლებურად წაკითხვისას შესაძლოა, ძიებამ პლატონთან მიგიყვანოთ, შესაძლოა, ნეტარ ავგუსტინესთან, თომა აკვინელთან, ნიცშესთან ან შოპენჰაუერთან… 

როგორ დაშიფრა ავტორმა რომანში სამყაროს კულტურული მოდელი, როგორია აქ დრო, სივრცე, რიცხვი, სად და როგორ ამოიკითხავთ ფილოსოფოსთა ნააზრევს, როგორ იკვეთება იმ პრობლემატიკის კონტურები, რაც მოგვიანებით გადამწყვეტი გახდა თომას მანისთვის  – თუ როგორ შეიძლებოდა ქცეულიყო ევროპულობა შემაკავშირებელ ღერძად ფესვებს, ანუძველგერმანულ პროვინციალიზმსადა ცისკენ აზიდულ კენწეროს, გერმანულიაზროვნების წესის გამოკვეთილად კოსმოპოლიტიზმსანუ მსოფლიო მოქალაქეობის იდეას შორის… გაეცანით ნინო ფირცხალავას ნაშრომს და წაიკითხეთ ახლებურად „ჯადოსნური მთა“.