გილგამეშიანი

ანოტაცია

ზურაბ კიკნაძის წიგნი „გილგამეშიანი“ მოგვითხრობს ეპოსზე, რომელიც ნათლად ასახავს ძველი მესოპოტამიის ცივილიზაციის სახეს. ეგვიპტის პარალელურად, დროში მის სინქრონულად, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში, ანუ მესოპოტამიაში, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ორმა სხვადასხვა წარმოშობის, ერთმანეთისგან განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა შექმნა ცივილიზაცია, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე გასტანა. ამ ცივილიზაციის ნიშანი არ არის ფიზიკური თვალით სახილველი რამ. მისმა პირამიდებმა ნანგრევებისა და ბორცვების სახით მოაღწია ჩვენამდე და მხოლოდ არქეოლოგიამ გამოაჩინა მისი თავდაპირველი სახე. გათხრების შედეგადვე აშურის (აშურეთის, ასირიის) ერთერთი უკანასკნელი მეფის ნახანძრალ ბიბლიოთეკაში (უფრო სწორად, დაფათსაცავში) აღმოჩნდა 12 დაფაზე აშურულბაბილონურ ენაზე დაწერილი ეპოსი  „გილგამეშიანი, რომლის მეშვეობითაც შუამდინარულმა ცივილიზაციამ გამოთქვა საკაცობრიო სიტყვა. 12 დაფიდან არც ერთი უხარვეზოდ არ არის შემორჩენილი: ზოგს თავი აკლია, ზოგს ბოლო, ზოგს შუა ნაწილი. ასე რომ, ასირიოლოგებს უხდებათ ხარვეზიანი ადგილების მეტნაკლები წარმატებით აღდგენა. სავარაუდოდ, სრული ტექსტის მხოლოდ ორი მესამედია შემორჩენილი. ამ სახითაც ეპოსს არ დაუკარგავს თავისი დიდებულება. თანამედროვე სამყარომ სათანადოდ დაინახა და შეაფასა მისი სათქმელი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომგილგამეშიანის სახით ხელთ გვაქვს ფილოსოფიური მოწოდების საერო თხზულება, რომლის ბადალი არ შექმნილა ქრისტემდელ ეპოქებში.