ივანე ლომიძის ნაშრომი „განვითარება“ ილიაუნის გზამკვლევის სერიით გამოცემული ახალი წიგნია.
რატომ არსებობს სიღარიბე თანამედროვე სამყაროში? რატომ არიან დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი შესაძლებლობას, ბოლომდე გამოიყენონ თავიანთი ადამიანური პოტენციალი, მიიღონ განათლება, იცხოვრონ დიდხანს და ჯანმრთელად, სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობა საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში? განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ კაცობრიობის დანარჩენმა ნაწილმა მიაღწია ეკონომიკური განვითარების მანამდე არნახულ მასშტაბებს? სოციალურ მეცნიერებებში ძნელად თუ მოიძებნება უფრო მნიშვნელოვანი და რთულად საპასუხო კითხვები.
წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ ყოველივეს გააზრების მცდელობაა. როგორც თავად აღნიშნავს, ავტორის მიზანია, გააცნოს მკითხველის განვითარების შესახებ არსებული თეორიული განაზრებანი და გააანალიზოს ის თანამედროვე გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დღეს განვითარების იდეა.
განვითარება
ანოტაცია